ქართული ლეგიონი | გიორგი მოისწრაფიშვილის დებიუტი, გურამ კაშიას დაბრუნება, საბა საზონოვი ისევ სკამზე დარჩა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი | გიორგი მოისწრაფიშვილის დებიუტი, გურამ კაშიას დაბრუნება, საბა საზონოვი ისევ სკამზე დარჩა #1TVSPORT

გურამ კაშია დაუბრუნდა ბრატისლავის „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობას, რომელმაც „ჟილინა“ 2:0 დაამარცხა. სლოვაკეთის ლიგის მე-8 ტურის მატჩში ბრატისლაველების შემადგენლობაში იყო ჯაბა კანკავაც.

გიორგი მოისწრაფიშვილმა სადებიუტო თამაში ჩაატარა „ბევერენში“, რომელმაც ბელგიის „ჩელენჯერ პროლიგაში“ „ლიეჟს“ უმასპინძლა და ბოლო წამებზე გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. გიორგიმ 57-ე წუთზე ეფექტური თამაშით გამოიჩინა თავი, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა.

იტალიის სერია A-ში საბა საზონოვის „ტორინომ“ „რომას“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 1:1. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების მცველი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ვენაში „რაპიდს“ დაუზავდა. კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90+2-ე წუთზე შეცვალეს.