ქართული ლეგიონი - ბერიძისა და ლობჟანიძის გუნდებისთვის ტური წარუმატებელი გამოდგა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - ბერიძისა და ლობჟანიძის გუნდებისთვის ტური წარუმატებელი გამოდგა #1TVSPORT

პორტუგალიის ჩემპიონატში „ჟილ ვისენტემ“, სადაც გიორგი აბურჯანია თამაშობს, გასვლითი მატჩი „ვიზელასთან“ ჩაატარა და მეტოქესთან ქულები გაინაწილა – 2:2.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სტუმართა სათადარიგოებში იყო და მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, 5 წუთში კი ყვითელი ბარათი მიიღო. აბურჯანიას გუნდი 4 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ლუკა მანაგაძის დებიუტი ჯერ ვერ შედგა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ანდორა“ „ლას პალმასს“ ესტუმრა და 2:0 დამარცხდა. ლუკა მანაგაძეს, რომელიც „ანდორას“ ახალაგზრდული გუნდის წვრია, არ უთამაშია.

ლა ლიგა 2-ში კიდევ რამდენიმე ქართველია, მაგრამ არც ერთ მათგანს არ უთამაშია. „პონფერადინას“ სათადარიგოებში დარჩა მეკარე გიორგი მაკარიძე „ეიბართან“ გასვლაზე, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“) კი „ტენერიფესთან“ გასვლით მატჩში (2:0) განაცხადში არ ყოფილა.

თურქეთის სუპერ ლიგაში გიორგი ბერიძის „ანკარაგიუჯუ“ გასვლაზე „ქარაგიუმრუქისთან“ 4:1 დამარცხდა. გიორგი ბერიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. შეუცვლელად ითამაშა საბა ლობჟანიძემ „ჰათაისფორში“, რომელსაც „ქასიმფაშამ“ საშინაო არენაზე 1:0 სძლია. ქართველები განაცხადში არ იყვნენ „ადანა დემირსფორისა“ და „უმრანიესფორის“ (1:0) მატჩში – პირველში გიორგი ხაბულიანი ირიცხება, ხოლო მეორეში – ნიკა გაგნიძე.

საფრანგეთის ლიგა 2-ის „გრენობლში“ კვლავ არ უთამაშია გიორგი კოხრეიძეს, მისი გუნდი კი „ანესს“ დაუზავდა – 0:0. ასევე განაცხადში არ ყოფილა ამირან სანაია, რომლის „როდეზმაც“ გასვლაზე „ბასტია“ 0:2 დაამარცხა.

და ბოლოს, რევაზ ინჯგია, რომელიც მცირე ხნის წინ ლიმასოლის „აპოლონმა“ იჯარით გაუშვა, კვიპროსის ჩემპიონატში „დოქსას“ განაცხადში იყო ლარნაკა აეკ-თან, მაგრამ არ უთამაშია.