ქართული ლეგიონი - ბერიძის წარმატებული დებიუტი, აზაროვის პირველი ასისტი, კვირკველიამ ბენზემას წინააღმდეგ ითამაშა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - ბერიძის წარმატებული დებიუტი, აზაროვის პირველი ასისტი, კვირკველიამ ბენზემას წინააღმდეგ ითამაშა #1TVSPORT

ავსტრიის ბუნდესლიგაში სანდრო ალთუნაშვილისვოლფსბერგი“ „რაპიდს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა 3:3. ალთუნაშვილმა, რომელმაც ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა, 75-ე წუთამდე ითამაშა და საკმაოდ მაღალი შეფასება – 6,7 ქულა დაიმსახურა.

უკრაინის პრემიერლიგაში ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა დონეცკის „შახტარში“, რომელმაც „ობოლონი“ 1:0 დაამარცხა. გიორგი გოჩოლეიშვილს არ უთამაშია, აზაროვმა კი უკრაინულ კლუბში გადასვლის შემდეგ შედეგიანი მოქმედება შეასრულა – ერთადერთი გოლი მისი გადაცემით გავიდა.

ლუგანსკის „ზორიასთან“ შეხვედრის 58-ე წუთიდან გამოჩნდა მოედანზე ბექა ვაჩიბერაძე ხარკოვის „მეტალისტი 1925“-ში, რომელმაც ურთულესი დაპირისპირება ბოლო წლების ერთ-ერთ ლიდერს 2:1 მოუგო. ქართველმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო.

საუდის არაბეთის ჩემპიონატში საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა „ალ ახდუდში“, რომელიც შინ „ალ იტიჰადთან” 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ გაიტანა. დამარცხების მიუხედავად, ქართველმა მცველმა მაღალი (7,4) შეფასება დაიმსახურა.

თურქეთის პირველი ლიგის „ქოჯაელისფორში“ გიორგი ბერიძემ წარმატებული სადებიუტო თამაში ჩაატარა – მისმა ახალმა გუნდმა „ბოლუსფორი“ 2:1 დაამარცხა. ბერიძე მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და 48-ე წუთზე ტანკემ მასპინძლები მისი საგოლე გადაცემით დააწინაურა.