ქართული ლეგიონი | ბეგლარიშვილმა ისევ გაიტანა - „ნარვა“ კალევს“ დაუზავდა #1TVSPORT
ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის ჩემპიონატში მორიგი კარგი თამაში ჩაატარა „ნარვა ტრანსში“, რომელიც შინ „ტალინა კალევს“ დაუზავდა – 2:2.
„ნარვა ტრანსის“ ძირითად შემადგენლობაში ოთხივე ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. ბეგლარიშვილის გარდა, ითამაშეს შალვა ბურჯანაძემ, ვაჟა ნემსაძემ და სერგი კუხიანიძემ.
სტუმრები 59-ე წუთზე ალეკსანდრე შვედოვსკის გამოყენებული პენალტით დაწინაურდნენ, მაგრამ 71-ე წუთზე ბეგლარიშვილმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
79-ე წუთზე ტალინელებმა მეორე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ონი სუუტარიმ გაიტანა და სტუმრები ისევ წინ გაიყვანა. 4 წუთში ირი ელისმა ანგარიში გაათანაბრა და გუნდს ქულა მოუტანა.
„ნარვა ტრანსმა“ ცუდი სტარტის შემდეგ მდგომარეობა გამოასწორა და 6 ტურის შემდეგ მოპოვებული 4 ქულით მე-8 ადგილზეა.