ქართული ლეგიონი | ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ დამარცხდა - კვერნაძე ისევ დაასვენეს #1TVSPORT
სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ ავსტრიის ბუნდესლიგაში ვენის „რაპიდს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო. „ვოლფსბერგერი“ 18 ტურის შემდეგ 23 ქულით მერვე ადგილზეა.
იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროსინონე“ „ფიორენტინას“ ესტუმრა და 1:5 დამარცხდა. ქართველ თავდამსხმელს კვლავ არ უთამაშია. „ფროსინონე“ 23 ქულით მე-14 ადგილზეა.
იტალიის სერია B-შიც 24-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ივა გელაშვილის „სპეცია“ „ტერნანას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1. ქართველმა მცველმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა.