ქართული კლუბების სატრანსფერო სიახლეები - „ლოკომოტივმა“ და „მერანმა“ ფეხბურთელები გაუშვეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ის აუტსაიდერ კლუბებში, მარტვილის „მერანსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ მნიშვნელოვანი ცვლილებებია.
ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მარტვილის „მერანი“ ჯერ გიორგი გეგიას, დავით ლომთაძესა და ლევან წოწონავას დაემშვიდობა, შემდეგ კი – საბა კვეტენაძეს, როინ ჩხაიძეს, მამადუ სეკოსა და მოჰამედ სილას.
„ლოკომოტივმა“ სავარჯიშო პროცესი დაიწყო და ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ლიგა 2-ის განახლებამდე გუნდი ექვსმა მოთამაშემ დატოვა: მცველებმა – ლუკა ხორავამ და ბაქარ აბჟანდაძემ, ნახევარმცველებმა – ლევან თავზარაშვილმა, ლუკა უგრეხელიძემ, ლუკა რობაქიძემ და ივანე ოქროპირიძემ.
ივლისში „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ ხუთი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა. გუნდის მეტოქეები იქნებიან „თელავი“, „სამტრედია“, „გაგრა“, „სპაერი“ და „საბურთალო“.