ქართული კლუბებიდან ევროტურნირს მხოლოდ „იბერია“ შემორჩა - თბილისელებმა „პარტიზანის“ ბარიერი დაძლიეს #1TVSPORT
ქართული კლუბებიდან ევროტურნირს მხოლოდ „იბერია“ შემორჩა - თბილისელებმა „პარტიზანის“ ბარიერი დაძლიეს #1TVSPORT

კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში თბილისის „იბერია“ ტირანაში „პარტიზანს“ დაუპირუსპირდა, შეხვედრა 0:0 დაასრულდა და დედაქალაქური კლუბი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

პირველი შეხვედრა „იბერიამ“ 2:0 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალური შანსი ჰქონდა. ალბანელები ძალიან უხეშობდნენ, ჯერ გიორგი კოხრეიძე მოცელეს, შემდგე კი გიზი მამაგეიშვილს მცველმა სახეში ხელი ისე მოარტყა, „იბერიას“ შემტევს მოედნიდან წამოდგომა გაუჭირდა.

თბილისელებს 45-ე წუთზე დაწინაურების რეალური შანსი ჰქონდათ – ცოტნე კაპანაძის გადაცემის შემდეგ შოთა ნონიკაშვილმა ბურთი სიხარულიძეს ხელსაწყრელ პოზიციაზე გადააწოდა, მაგრამ „იბერიის“ თავდამსხმელის დარტყმული ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმში „პარტიზანმა“ დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ მე-60 წუთზე გატანა ისევ თბილისელებს შეეძლოთ – მამაგეიშვილის დარტყმის შემდეგ მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა. 72-ე წუთზე შეიკნე სილას შეეძლო „იბერიის“ დაწინაურება, მაგრამ მასპინძელთა მეკარე კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე „იბერია“ გავიდა და ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც ევროსეზონს შემორჩა.