ქართული გუნდებისთვის ევროსეზონი დასრულდა - „დილა“ კონფერენს ლიგიდან აპოელ-მა გამოაგდო [ვიდეო] #1TVSPORT
გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში კვიპროსულ აპოელ-ს გასვლაზე დაუპირისპირდა, 1:0 დამარცხდა და ამით ქართული გუნდებისთვის ევროსეზონი დასრულდა.
ევროტურნირზე შემორჩენილი საქართველოს ერთადერთ წარმომადგენელს განმეორებითი მატჩში მხოლოდ მოგება აწყობდა, რადგან „დინამო არენაზე“ 0:2 დამარცხდა და, ცხადია, უპირატესობა კვიპროსელების მხარეს იყო.
გორელების უკრაინელმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ შემტევი ფეხბურთი არჩია და „დილამ“ აქტიურად დაიწყო, პირველ ტაიმში ბურთს მეტოქეზე უკეთ აკონტროლებდა. ყველაზე აქტიური ტიერი გეილი იყო, რომელმაც ორჯერ მწვავედ შეუტია, მაგრამ ჯერ მიზანს ააცილა, მეორედ კი კვიპროსელები აპოელ-ის მეკარემ გადაარჩინა.
კვიპროსელთა შორის ყველაზე აქტიურად და სახიფათოდ ქართველები უტევდნენ, მაგრამ ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია და შესვენებამდე 0:0 დაფიქსირდა.
აპოელ-მა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და 48-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. სწრაფი კონტრშეტევა და ფლანგური გადაცემა ზუსტი თავური დარტყმით დიუმერსი ნდონგალამ დააგვირგვინა, აპოელ-ი 1:0 დააწინაურა, ორი მატჩის ჯამში კი კვიპროსელებმა სოლიდური უპირატესობა (3:0) მოიპოვეს.
საბოლოოდ, ნიქოზიის GSP-ს სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გორის „დილამ“ მიზანს ვერ მიაღწია და კონფერენს ლიგის პლეი ოფში აპოელ-ი გავიდა – კვპროსული გუნდი ამ ეტაპზე ბელგიურ „გენტს“ შეხვდება, რომელმაც პოლონური „პოგონი“ დაამარცხა (5:0, 1:2).