ქართული გუნდების შესაძლო მეტოქეები ევროპალიგაზეც გაირკვა
ქართული გუნდების შესაძლო მეტოქეები ევროპალიგაზეც გაირკვა

ქუთაისის „ტორპედოს“ შემდეგ, ევროგათამაშებაში რეალურ მეტოქეთა სია ევროპის ლიგაზე გასულმა ქართულმა გუნდებმაც გაარკვიეს.

ამ გათამაშების წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში 20 ივნისს გაიმართება, მატჩები კი – 12 და 19 ივლისს.

სავარაუდოდ „სამტრედიას“ და საჩხერის „ჩიხურას“ ძლიერი მეტოქეები შეხვდებათ, ხოლო თბილისის „დინამო“ ამ ტურნირზე განთესილი ერთადერთი გუნდია და მას შედარებით სუსტი მოწინააღმდეგეები ეყოლება.

თბილისის „დინამოს“ შესაძლო მეტოქეები

„პროგრესი“ (ლუქსემბურგი)
„შიროკი ბრიეგი“ (ბოსნია)
„შკუპი“ (მაკედონია)
„სტუმბრასი“ (ლიეტუვა)
„დუნაისკა სტრედა“ (სლოვაკეთი)

„სამტრედიას“ შესაძლო მეტოქეები

„მარიბორი“ (სლოვენია)
„ტრენჩინი“ (სლოვაკეთი)
„ვიტორული“ (რუმინეთი)
„ნეფთჩი“ (აზერბაიჯანი)
„ტობოლი“ (ყაზახეთი)

„ჩიხურას“ შესაძლო მეტოქეები

„ლეხი“ (პოლონეთი)
„ბეითარი“ (ისრაელი)
„ლევსკი“ (ბულგარეთი)
„ირტიში“ (ყაზახეთი)
„ჟელეზნიჩარი“ (ბოსნია)