ქართული საფეხბურთო გუნდები ეროვნული ლიგის სეზონისთვის ემზადებიან, რამდენიმე მათგანმა კი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.
დღეს ბათუმის დინამომ ანგისას ბაზაზე მარტვილის მერანს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე ბათუმელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა გაბრიელმა გაიტანა.
სეზონისთვის ემზადება რუსთავიც, რომელსაც ახლა გიორგი შაშიაშვილი ავარჯიშებს. მისმა გაწვრთნილებმა პირველი ამხანაგური მატჩი რუსთავის „ფოლადის“ სტადიონზე ლიგა 2-ის ცხინვალთან გამართეს და მოულოდნელად 0:1 დამარცხდდნენ.
რუსთავი თებერვლის დასაწყისში შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება. მანამდე გუნდი მორიგი ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად 26 იანვარს თელავს ესტუმრება.