ქართული გუნდები კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩებს გამართავენ - პირდაპირი რეპორტაჟები პირველ არხსა და პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
ქართული გუნდები კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩებს გამართავენ - პირდაპირი რეპორტაჟები პირველ არხსა და პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT

დღეს ქართული გუნდები „დინამო თბილისი“ და ქუთაისის „ტორპედო“ უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრებს ჩაატარებენ.

თბილისური გუნდის მეტოქე მონტენეგროს წარმომადგენელი „მორნარია“, რომელთანაც სტუმრად გამართული შეხვედრა „დინამომ“ 1:2 წააგო. საპასუხო მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

როგორც „მორნარის“ მთავარი მწვრთნელი აცხადებს, გუნდი საქართველოს დედაქალაქში სრული შემადგენლობით ჩამოვიდა და მზადაა, შემდეგი ეტაპის საგზურისთვის იბრძოლოს. „დინამო თბილისის“ მწვრთნელის, ფერდინანდ ფელდჰოფერის თქმით კი, გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობა 120 წუთის სათამაშოდაც მზადაა. წყვილში გამარჯვებული კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში სერბულ „რადნიკის“ შეხვდება.

„დინამოსა“ და „მორნარის“ მატჩის მთავარი არბიტრი მოლდოველი იონ ორლიჩი იქნება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

კონფერენს ლიგაზე სტუმრად ჩაატარებს თავის შეხვედრას „ტორპედო“. ერთი კვირის წინ ქუთაისში ქართულმა გუნდმა ალბანურ „ტირანასთან“ 1:1 ითამაშა და შემდეგ ეტაპზე მოხვედრის რეალურ შანსს ინარჩუნებს.

ალბანეთის წარმომადგენელთან სათამაშოდ „ტორპედო“ სრული შემადგენლობით მოემზადა, გუნდთან ერთად იყო „ლივერპულისა“ და პსჟ-iს ყოფილი მცველი მამადუ სახო, რომელსაც ჯერ ქუთაისელთა რიგებში არ უთამაშია. ამ წყვილში მოგებული გუნდი მომდევნო ეტაპზე კვიპროსის „ომონიას“ დაუპირისპირდება.

„ტირანასა“ და „ტორპედოს“ მატჩის არბიტრი ჩეხი დალიბორ ჩერნი იქნება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 22:00 საათიდან პირველი არხი სპორტზე იქნება შესაძლებელი.