ქართული გოლები კვიპროსში - აპოელ-ში დვალმა და ქვილითაიამ გაიტანეს #1TVSPORT
ქართული გოლები კვიპროსში - აპოელ-ში დვალმა და ქვილითაიამ გაიტანეს #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატში აპოელ-მა სტუმრად „ნეა სალამინა“ 4:0 დაამარცხა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ქართველმა ფეხბურთელებმა შეასრულეს.

აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში იყო ორივე ქართველი ლეგიონერი – ლაშა დვალმა 65 წუთი ითამაშა, ხოლო გუნდს გიორგი ქვილითაიამ (81 წუთი) უკაპიტნა. 36-ე წუთზე სტუმრების უპირატესობა ქვილითაიამ ორამდე საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერი დარტყმით გაზარდა.

51-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ, ბურთი შორეულ ძელთან დვალს მიუგორდა და საქართველოს ნაკრების მცველმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი. ქვილითაიამ კი სეზონში მე-5 გოლი გაიტანა.

აპოელ-ი 21 ტურის შემდეგ 48 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტს, ლარნაკას აეკ-ს ექვსი ქულით უსწრებს.