თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე ფინალისტების ორი წყვილი გაირკვა. -66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი, რომელმაც ნახევარფინალში თანამემამულე ლაშა გიუნაშვილი დაამარცხა, ბრაზილიელ დანიელ კარგნინს შეხვდება, -60 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში კი ამირან პიპინაშვილი ლუხუმ ჩხვიმიანს დაუპირისპირდება.
საინტერესოა, რომ ამ კატეგორიაში შესაძლოა ორივე ბრინჯაოს მედალიც ქართველებს ერგოთ წილად, რადგან ქართველი ძიუდოისტები რეპეშაჟის ორივე ფინალში ასპარეზობენ. მესამე ადგილის აღების შანსი აქვთ ლაშა ჩადუნელს და თემურ ნოზაძეს, ისინი შესაბამისად ორუჯ ვალიზადესა და ალბერტ მონგუშს ხვდებიან.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს ლაშა გიუნაშვილსაც, რომელიც -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში უზბეკ შახრამ ახადოვს შეხვდება.
ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 16:00 საათიდან შემოგთავაზებთ.