დასრულდა შეჯიბრი ძიუდოში -73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მამაკაცებს შორის, რომლის ფინალში ერთმანეთს ორი ქართველი სპორტსმენი, ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი შეხვდნენ. დაძაბული ბრძოლა ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვებით დასრულდა, ფრიდონ გიგანი კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლების მფლობელები შვეიცარიელი ნილს შტუმპი და ჰოლანდიელი ვან ვესტენდე გახდნენ. შტუმპმა ირანელი მოჰამად მოჰამადი დაამარცხა, ვესტენდემ კი რუს გიორგი შმაკოვს აჯობა.
თბილისის ოლიმპიური სასახლიდან პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი აწარმოებს.