ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მიმდიარე კადეტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე, +90კგ წონითი კატეგორიის ფინალში, ერთმანეთს ირაკლი დემეტრაშვილი და გიგა ტატიაშვილი შეხვდნენ.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ირაკლი დემეტრაშვილმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს ძიუდოისტები ერთმანეთს ივნისში ვარშავაში ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც შეხვდნენ და ის შეხვედრა ტატიაშვილის გამარჯვებით დამთავრდა.