-60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთის წინაშე ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან პაპინაშვილი წარსდგნენ. ძალიან დაძაბული ბრძოლა დამატებით დროში გადავიდა და ჩხვიმიანის გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები თემურ ნოძაძემ და ლაშა ჩადუნელმა მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვარცხლბეკზე მხოლოდ ქართველი სპორტსმენები იდგებიან.
დღეს საქართველოს კიდევ ორი მედლის მოგების შანსი აქვს. -66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროსთვის ვაჟა მარგველაშვილი ბრაზილიელ დანიელ კარგნინს შეეჭიდება, ბრინჯაოს მედლისთვის კი ლაშა გიუნაშვილი შახრამ ახადოვთან იჭიდავებს.
პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეა შესაძლენბელი.