ეროვნულ ბიბლიოთეკაში ალექსანდრე ქურდობაძის წიგნის, „ქართული ფეხბურთის ქრონიკების“ პრეზენტაცია გაიმართა.
თითქმის 600-გვერდიანი ნაშრომი, ფაქტობრივად, ქართული ფეხბურთის ენციკლოპედიაა. მასზე ავტორი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. წიგნი ქართული ფეხბურთის ისტორიაზე მოგვითხრობს, მოყოლებული მე-19 საუკუნიდან დამოუკიდებლობის პერიოდის ჩათვლით.
ჩვენი ფეხბურთის ისტორიით, სტატისტიკითა და წარსულით დაინტერესებული ადამიანებისთვის ეს სამაგიდო წიგნი გახდება – ალექსანდრე ქურდობაძემ თავი მოუყარა უამრავ საინტერესო და უცნობ ისტორიას, ნაკლებად ცნობილ ფაქტებს. ცხადია, მისი ღირებულება სტატისტიკაც არის, რაც ქართულ ფეხბურთს ასე აკლდა.