ქართული დაპირისპირება ავსტრიაში - ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ კიტეიშვილის „შტურმი“ დაამარცხა #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგაში ქართველების დაპირისპირებაში სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ მოქმედი ჩემპიონი, ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ 3:0 დაამარცხა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტურამდე გრაცის გუნდი ლიდერი იყო და „ვოლფსბერგერთან“ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ალთუნაშვილის გუნდმა ყველა პროგნოზი გააბათილა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების ორივე საყრდენი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ოთარ კიტეიშვილს 6,7 ქულა დაუწერეს, ხოლო სანდრო ალთუნაშვილის თამაშმა უფრო მაღალი შეფასება დაიმსახურა – 6.9 ქულა.
7 ტურის შემდეგ „შტურმი“ 12 ქულით დარჩა და მე-4 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „ვოლფსბერგერი“ (14) მეორე პოზიციაზე დაწინაურდა.