ეროვნული საფეხბურთო ლიგისა და ლიგა 2-ის გუნდებს მომავალი სეზონიდან ახალ სასპონსორო ხელშეკრულებას სთავაზობენ.
წინადადება ბიზნესმენ გიორგი გოგოლაძეს ეკუთვნის.
„გასულ სეზონში, მოულოდნელად, ეროვნული ლიგის მატჩების ყურების გაზრდილი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეს ჩემპიონატის გაშუქების ახალმა ფორმებმა და იგივე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულმა მატჩების პირდაპირმა რეპორტაჟებმა განაპირობეს. ამის გამო ჩვენმა კომპანიამ და ერთ-ერთმა ონლაინ ტოტალიზატორმა ეროვნული ლიგის გუნდებს ხელსაყრელი პირობებით სასპონსორო თანამშრომლობა შევთავაზეთ.
პირველი და მეორე ლიგების გუნდები თანხობრივად 300 ათას ლარს მიიღებენ და 250 ათასი ლარის ღირებულების 1000 ბურთი გადაეცემათ. შედეგად, ფეხბურთის განვითარების ფონდიდან გუნდები დამატებით ბიუჯეტს 300 ათასით შეივსებენ. კონტრაქტის თანახმად, ქვეყნის ჩემპიონს კიდევ 60 ათასი ლარი დაერიცხება. ანუ ჯამში, ახალი ხელშეკრულება ლამის მილიონი ლარის ეფექტს მოგვცემს” – განუცხადა პირველ არხს გოგოლაძემ.