ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში, 24-26 მაისს მე-13 ტურის მატჩები გაიმართება. სეზონი უკვე გახურდა, ლიდერები და აუტსაიდერები დაჯგუფდნენ, მაგრამ თითოეული შედეგი სატურნირო ცხრილზე გავლენას ახდენს.
ტური დღეს დაიწყება. გათამაშების ლიდერი „საბურთალო“ „მიხეილ მესხი 2“-ზე „რუსთავს“ მიიღებს. თბილისელები წინა ტურში „დილასთან“ დამარცხდნენ (1:4) და ახლა რეაბილიტაციას შეეცდებიან. ხოლო “რუსთავიდან” ვლადიმირ გაზაევი წავიდა და ის მთავარი მწვრთნელის როლში ვარლამ კილასონიამ ჩაანაცვლა, რაც გუნდისთვის დამატებითია სტიმულია.
პარასკევს, 25 მაისს, „მიხეილ მესხი 2“-ზე ერთ-ერთი აუტსაიდერი ბოლნისის „სიონი“ გორის „დილას“ უმასპინძლებს, რომელიც ბოლო ტურებში შესანიშნავად გამოიყურება.
ქუთაისში კი ქართული კლასიკო გაიმართება – „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ – ეს ისეთი თამაშია, რომელიც მაყურებელს ყოველთვის იზიდავს.
ტური შაბათს, 26 მაისს დასრულდება: საჩხერეს „ჩიხურა“ ივანწმინდაში ლიდერების რისხვას, თბილისის „ლოკომოტივს“ დაუხვდება, ხოლო ზესტაფონში ბოლო დროს მოფერიანებული ფოთის „კოლხეთი1913“ „სამტრედიას“ შეხვდება, რომელიც წინა ტურის შემდეგ ორმა ლიდერმა, ომარ მიგინეიშვილმა და მურთაზ დაუშვილმა დატოვეს.
ხუთშაბათი, 24 მაისი, 2018
“საბურთალო” – “რუსთავი”
17:00 – თბილისი. სტადიონი “მიხეილ მესხი 2”.
პარასკევი, 25 მაისი
„სიონი” – “დილა”
17:00 – თბილისი. სტადიონი “მიხეილ მესხი 2”
“ტორპედო” – “დინამო” თბ.
20:30 – ქუთაისი. სტადიონი “რამაზ შენგელია”
შაბათი, 26 მაისი
“ჩიხურა” – “ლოკომოტივი”.
17:00 – ივანწმინდა. ცენტრალური სტადიონი
“კოლხეთი 1913” – “სამტრედია”.
19:30 – ზესტაფონი. სტადიონი ”დავით აბაშიძე”