ქარის თასი | „შავმა ლომმა“ „ბორდერ ბულდოგსი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
სამხრეთ აფრიკაში, „ქარის თასზე“ „შავი ლომი“ ადგილობრივ „ბორდერ ბულდოგსს“ დაუპირისპირდა.
მატჩი ქართველი მორაგბეების სრული დომინაციით წარიმართა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იყო პირველი ტაიმი, რომელიც „შავმა ლომმა“ 0:28 მოიგო.
შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში „ბორდერ ბულდოგსი“ გააქტიურდა და ლელოს დადებაც მოახერხა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთი დიდი უპირატესობის აღმოფხვრა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
„შავმა ლომმა“ მატჩის სადავეები მალევე დაიბრუნა. ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 5:35 „შავი ლომის“ სასარგებლოდ.
სამხრეთ აფრიკაში „შავი ლომი“ კიდევ სამ შეხვედრას გამართავს – 28 მაისს „ბოლანდ კავალიერსს“ ეთამაშება, 3 ივნისს „იგლსს“ ერკინება, ხოლო 11 ივნისს ჩვენი მეტოქე „ლეოპარდსი“ იქნება.