ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი შეიძლება გახდეს „ჩელსიში“ ქარიმ ბენზემას გადასვლა. როგორც გამოცემა „მირორი“ (The Mirror) იტყობინება, „რეალ მადრიდის“ ფრანგი თავდამსხმელი ასევე ალვარო მორატასა და ოლივიე ჟირუს ერთ-ერთი ალტერნატივა იქნება და შესაძლოა ეს იმ გარიგების ნაწილი გახდეს, რომლის მიხედვითაც, ბელგიელი ედენ აზარი „რეალში“ გააგრძელებს კარიერას.
31 წლის ქარიმ ბენზემამ მიმდინარე სეზონში პრიმერა დივიზიონში 18 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.