ქარიმ აბდულ-ჯაბარი - მოუთმენლად ველოდები, როდის გააუმჯობესებს ლებრონი ჩემს რეკორდს #1TVSPORT
ლეგენდარულმა ცენტრმა ქარიმ აბდულ-ჯაბარმა აღიარა, რომ მოხარული იქნება, თუ „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი მის რეკორდს გააუმჯობესებს და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.
„მოუთმენლად ველოდები, როდის მოხდება ეს. რეკორდებს არ მივიჩნევ პირად მიღწევებად, არამედ ეს უფრო კაცობრიობის მიღწევაა. თუ ერთმა ადამიანმა გააკეთა ის, რაც ადრე არავის გაუკეთებია, ეს ნიშნავს, რომ ყველა ჩვენთაგანს აქვს შანსი, ეს ოდესღაც გააკეთოს. ეს არის იმედისა და შთაგონების წყარო.
როჯერ ბანისტერმა 1954 წელს ერთი მილის დისტანციაზე ოთხი წუთიდან გამოსვლა შეძლო. მას შემდეგ, ეს 1400-მა მორბენალმა მოახერხა, ახალი რეკორდი კი 17 წამით ნაკლებია. როცა ვიღაც ახალ რეკორდს ამყარებს, ჩვენ ყველანი ვიგებთ. და თუ ლებრონი ჩემს რეკორდს გააუმჯობესებს, მაშინვე მივულოცავ მას“, – თქვა ქარიმმა.
კარიერის დასრულებიდან 22 წლის შემდეგ, აბდულ-ჯაბარი NBA-ის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად რჩება 38 387 ქულით. მოქმედი კალათბურთელებიდან მისი უახლოესი მდევარი სწორედ ლებრონ ჯეიმსია, რომელსაც 35 367 ქულა აქვს. თუმცა, ლებრონმა ჯერ კარლ მელოუნს (36 928) უნდა გაუსწროს.