ქარელში სპეცოპერაციის შედეგად ორი საჯარო მოხელე დააკავეს. ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის ინფორმაციით, დაკავებული არიან მერიის წარმომადგენელი სოფელ დირბში გიორგი გოგაშვილი და საკრებულოში დეპუტატი სოფელ დირბიდან სოსლან ქვრივიშვილი.
როგორც ცნობილია, ქვრივიშვილი ქრთამის აღების, გოგაშვილი კი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით არიან დაკავებული.
„მაქვს ინფორმაცია მერიის თანამშრომლის და საკრებულოს დეპუტატის დაკავების შესახებ. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. არ ვიცი, კონკრეტულად რა გახდა მათი დაკავების მიზეზი“, – აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი.