ქალთა TOP10-ის ჩოგბურთელებმა ბოლო 46 წელიწადში როლან გაროსზე ყველაზე ცუდი სტარტი აჩვენეს #1TVSPORT
ქალთა TOP10-ის ჩოგბურთელებმა ბოლო 46 წელიწადში როლან გაროსზე ყველაზე ცუდი სტარტი აჩვენეს #1TVSPORT

პირველად თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ბადეში რეიტინგის TOP10-ის მხოლოდ სამი ჩოგბურთელი გავიდა მესამე წრეში.

ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ პოლონელი იგა შვიონტეკი (პირველ ნომრად განთესილი), ესპანელი პაულა ბადოსა (3) და ბელარუსი არინა საბალენკა (7).

პირველ წრეში გამოეთიშნენ ბრძოლას მეორე, მეხუთე, მეექვსე და მეათე ნომრები – ბარბორა კრეიჩიკოვა, ანეტ კონტავეიტი, ონს ჟაბორი და გარბინე მუგურუსა. მეორე წრეში წააგეს მეოთხე, მერვე და მეცხრე ნომრებმა – მარია საკარიმ, კაროლინა პლიშკოვამ და დანიელ კოლინზმა.

WTA-ის მონაცემებით, ბოლოს როლან გაროსის 1/16 ფინალში TOP10-დან სამი ან ნაკლები ჩოგბურთელი 1976 წელს გავიდა.