საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრა სტუმრად მალტასთან გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ტაქალის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, თუმცა რეალიზება მასპინძლებმა უკეთ შეძლეს. ანგარიში მე-17 წუთზე მალტელმა რაკელ კუშიერიმ გახსნა. მეორე ტაიმში , გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს. 46-ე წუთზე ჰელი ბუგეიამ მალტელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, 76-ე წუთზე ხატია ჭყონიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.
მალტა – საქართველო 2:1
გოლები: 1:0 კუშიერი (17), 2:0 ბუგეია (46), 2:1 ჭყონია (76)
საქართველო: სუხაშვილი, პასიკაშვილი, მატვეევა, ჭიჭინაძე, ჭყონია, ტატუაშვილი, ქველიძე (66. ქადაგიშვილი), სუთიძე, ბაქრაძე (57. ჩემინავა), თოდაძე, რაუხი
სათადარიგოები: გაბუნია, ნადირაშვილი, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, ნ. დანელია, მ. დანელია, სხირტლაძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
საქართველოს ქალთა ნაკრები მალტადან ისრაელში გაემგზავრება, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩს გამართავს. ისრაელი-საქართველოს მატჩი 10 მარტს რიშონ ლე-ციონში შედგება.