საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. გუნდი პირველ სექტემბერს სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს გორში უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩისთვის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩხაიძემ შემადგენლობაში 22 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: თათია გაბუნია, თეონა სუხაშვილი (ორივე – ლანჩხუთი, საქართველო), ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო)
დაცვა: სოფო ნარსია, მარიამ კალანდაძე, ნინო გუჯაბიძე (სამივე – ლანჩხუთი, საქართველო), ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია (ორივე – დინამო სოხუმი, საქართველო), მაიკო ბებია (სამეგრელო, ჩხოროწყუ, საქართველო), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, ეტლინგენი, გერმანია)
ნახევარდაცვა/შეტევა: ირინა ხაბურზანია, თეონა ბაქრაძე, ნათელა წოწერია, ხატია ჭყონია, ეთერ სულაშვილი (ყველა – ლანჩხუთი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი, ლელა ჭიჭინაძე (ორივე – დინამო სოხუმი, საქართველო), ანა წულაია (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ტატიანა მატვეევა (კარაგუმრუკი, თურქეთი), ანა ჩემინავა (სოგდიანა, ჯიზახი, უზბეკეთი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ანა პავლიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო)
გორი – 1 სექტემბერი, 20:00
საქართველო – სლოვაკეთი
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Youtube არხი შემოგთავაზებთ.