ეთიოპიელმა ტიგისტ ასეფამ ბერლინის მარათონში ქალთა შორის მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. 29 წლის მორბენალმა დისტანცია 2 საათში, 11 წუთსა და 53 წამში დაფარა.
წინა რეკორდი ეკუთვნოდა კენიელ ბრიჯიდ კოსგეის, რომელმაც 2019 წელს ჩიკაგოს მარათონი სარეკორდო დროით მოიგო – 2 საათი, 14 წუთი და 4 წამი.
მარათონის დისტანცია შეადგენს 42.195 კილომეტრს.
აღსანიშნავია, რომ ასაფა ბერლინის მარათონში ზედიზედ მეორედ იმარჯვებს.