ქალთა ლიგაში საჩემპიონო ოთხეული გაირკვა #1TVSPORT
ქალთა ლიგაში საჩემპიონო ოთხეული გაირკვა #1TVSPORT

ქალთა ლიგაში რეგულარული ჩემიონატის ბოლო, მე-14 ტური გაიმართა და ის ოთხეული გაირკვა, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

„ტორპედოს“ საფეხბურთო ბაზაზე, ქუთაისის „მართვე“ ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა. ანა წულაიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთიც მარი შონიას ანგარიშზეა.

კვარტალმა“ თბილისში, სფფ-ის ნუცუბიძის ახლაგახსნილ საფეხბურთო ცენტრში, „გორი იუნაიტედი“ 6:0 დაამარცხა. მეგი ეჯიბიამ (61, 79) დუბლი შეასრულა, 1-1 გოლი ელენე ჩიქოვანის (28), მარი ფეროიანის (37), ლიზი კანკიას (46), და ანა ხელაიამ (64) ანგარიშზეა.

სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, „ნორჩმა დინამო“, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ნიკესთან“ 0:3 დამარცხდა. სტუმრებმა ანგარიში მე-14 წუთზე ლელა ჭიჭინაძის გოლით გახსნეს. 41-ე წუთზე მეტოქეს მარი ბეგიაშვილმა მეორე გოლი გაუტანა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მაიკო ბებიამ კიდევ ერთი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ევგრაფი შევარდნაძე არენაზე“ „ლანჩხუთმა“, „ბათუმი“ 8:1 დაამარცხა. ბათუმელთაგან ერთადერთი გოლი, მე-9 წუთზე კესო მემეშიშმა გაიტანა. ლანჩხუთელთაგან დუბლი შეასრულეს ირინა ხაბურძანიამ (2, 14) და თეონა ბაქრაძემ (26, 47), 1-1 გოლი სალომი დიმოპულომ (20), ნათია წოწერიამ (36), თეონა თოდაძემ (45) და ანი გობრონიძემ (65) გაიტანეს.

საქართველოს ქალთა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლას ოთხი გუნდი გააგრძელებს – „ლანჩხუთი“, ხობის „კოლხეთი“ და ორი თბილისური კლუბი, „ნიკე“ და „კვარტალი“, ქვედა ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად კი „ნორჩი დინამო“, „გორი იუნატედი“, „ბათუმი“ და „მართვე“ იასპარეზებენ.

ქალთა ლიგის მონაწილე კლუბები, რეგულარული ჩემპიონატის 14 ტურის შემდეგ, ზედა და ქვედა ჯგუფებად წელს პირველად დაიყვნენ. საჩემპიონო რბოლაში, ზედა ჯგუფი 10 ნოემბრიდან დაიწყებს ასპარეზობას. ამავე პერიოდში გაიმართება ქვედა ჯგუფის მატჩებიც, სადაც ბოლო ადგილზე გასული კლუბი, ქალთა ლიგა 2-ში დაქვეითდება.

ორივე ჯგუფი, სახლი-გასვლის სისტემით ჩაატარებენ შეხვედრებს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფებში, რეგულარული ჩემპიონატიდან გადადის მხოლოდ ურთიერთშეხვედრების შედეგი, ასევე გატანილი და მიღებული გოლები.

ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფში, ბოლოდან მეორე ადგილზე გასული გუნდი ერთმატჩიან პლეი ოფს ეთამაშება ქალთა ლიგა 2-ის მეორეადგილოსანს. ლიგა 2-ის საუკეთესო გუნდი კი, ავტომატურად მთავარ ლიგაში დაწინაურდება.