ქალთა ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოიგო
ფინეთში გაიმართა ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატი ქალებს შორის. აქამდე ეს ტურნირი 18-ჯერ ჩატარდა და ფინალში ყოველთვის კანადისა და აშშ-ის ნაკრებები ხვდებოდნენ ერთმანეთს. წელს ქალთა ჰოკეიში ტრადიცია დაირღვა და ახალი ისტორია დაიწერა.
აშშ-მ შეძლო ფინალში გასვლა, როცა 8:0 გაანადგურა ნახევარფინალში რუსეთი, კანადამ კი წააგო მასპინძელ ფინეთთან – 2:4. ასე რომ, ოქროს მედლისთვის ითამაშეს ფინეთმა და ამერიკამ, ბრინჯაოსთვის – კანადამ და რუსეთმა.
გადამწყვეტ მატჩში აშშ-მ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო ფინეთს და ზედიზედ მეხუთედ გახდა ჩემპიონი. ბრინჯაო კანადამ მოიპოვა, რომელმაც რუსეთი 7:0 გაანადგურა.
ტურნირის MVP გახდა ფინელი ჯენი ჰიირიკოსკი, საუკეთესო ბომბარდირი – ამერიკელი ჰილარი ნაითი, რომელმაც 11 ქულა (7 გოლი+4 პასი) დააგროვა.
კანადის ნაკრები 10-ჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, აშშ – მეცხრედ გაჩემპიონდა.
ფინეთმა თავის 12 ბრინჯაოს პირველი ვერცხლი დაუმატა.