ქალთა ჰოკეიში ბრინჯაო ფინეთმა მოიპოვა
ქალთა ჰოკეიში ბრინჯაო ფინეთმა მოიპოვა

ქალთა ჰოკეიში ბრინჯაოს მედალი გათამაშდა. მესამე ადგილისთვის მატჩი რუსეთის ოლიმპიური ათლეტებისა და ფინეთის გუნდებს შორის ფინელთა გამარჯვებით, 3-2 დასრულდა. ანგარიში პირველ პერიოდში ფინელებმა გახსნეს, მეორე პერიოდში რუსებმა ერთი შაიბის გაქვითვა მოახერხეს, თუმცა ფინელებმა კიდევ ორი გაიტანეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ ორშაიბიანი უპირატესობა მოიპოვეს. დასკვნით პერიოდში რუსებმა კიდევ ერთი გაიტანეს, თუმცა ამაზე მეტის მიღწევა ვერ შეძლეს და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლები ფინელ ჰოკეისტებს გადაეცათ.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე