ქალთა ფეხბურთში ჩართული პირებისთვის სასწავლო სემინარი დაიწყო – ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა, რომელიც გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობს.
სემინარები რამდენიმე ეტაპად გაიმართება – ჩართულები არიან ქალთა ლიგებში მონაწილე საფეხბურთო კლუბებისა და ქალთა სანაკრებო გუნდების მწვრთნელები, სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი. ასევე საქართველოს ჩემპიონატის ქალი მსაჯები და სფფ-ის პროექტ „WePlayStrong საქართველოს“-ში ჩართული მწვრთნელები.
სემინარის ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ გენდერული თანასწორობის (როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე საზიანო პრაქტიკების), ასევე რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. სფფ-ისა და UNFPA-ს თანამშრომლობით, გენდერული თანასწორობის შესახებ სემინარები გასულ წელს, WePlayStrong-ის გოგონათა საზაფხულო ბანაკის მონაწილეებისთვის გაიმართა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და UNFPA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2018 წელს გაფორმდა და 2022 წელს განახლდა. თანაშრომლობამ არაერთ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი – ფეხბურთში მოზარდი გოგონების მონაწილეობისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებას, კაცების ჩართულობას. ერთობლივი ინიციატივით არაერთი ღონისძიება და ტურნირი იმართება, მათ შორის, „მამების თასი“ და სხვა.