დავით მუჯირის განცხადებით, ქალთა და ფუტსალის ლიგებს საბაზისო დაფინასება გაეზრდებათ – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ილაპარაკა.
„ფეხბურთის ფედერაციის სათავეში რომ მოვედით, ქალთა ჩემპიონატი არ ტარდებოდა. იქამდე მივედით, რომ დღეს 14 გუნდი გვყავს და იძულებულები გავხდით, ერთმანეთისგან გაგვემიჯნა. ქალთა ჩემპიონატში მეორე ლიგაც იარსებებს. ასევე ფუტსალშიც ორი ლიგაა – ქალთა ფეხბურთში და ფუტსალში დაფინანსება საბაზისო გახდება და გაიზრდება“, – განაცახდა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ დავით მუჯირმა.
შეგახსენებთ, რომ წელს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულმა „ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ეტაპი გადალახა და ევროპის 32 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.