ქალთა ევროპის ჩემპიონატს მთელს მსოფლიოში 365 მილიონმა უყურა - ორჯერ მეტმა, ვიდრე წინა ევროზე #1TVSPORT
უეფა-მ გამოაქვეყნა ქალთა ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე დასწრებისა და ტელეაუდიტორიის სტატისტიკური მონაცემები. ტურნირი ივლისში ინგლისში გაიმართა და ის მასპინძელმა ნაკრებმა მოიგო.
ევრო 2022-ის მატჩების ტრანსლიაციებს ეკრანებზე თვალი ადევნა 365 მილიონმა ადამიანმა – ეს სარეკორდო მაჩვენებელია ქალთა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში. 2017 წელს, ტურნირს უყურა 178 მილიონმა მაყურებელმა, 2013 წელს – 116 მილიონმა. ფინალურ შეხვედრას ინგლისსა და გერმანიას შორის თვალი ადევნა 50 მილიონმა ადამიანმა. ხუთი წლის წინ ეს რიცხვი 15 მილიონს შეადგენდა.
ფინალურმა მატჩმა „უემბლიზე“ დაამყარა დასწრების რეკორდი (87 192 მაყურებელი), თანაც არა მხოლოდ ქალთა, არამედ მამაკაცთა ტურნირებისთვის. სულ ევრო 2022-ის მატჩებს ტრიბუნებზე 574 875 ადამიანი დაესწრო. 2017 წელს, ნიდერლანდებში ეს რიცხვი 240 055 იყო.