ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა #1TVSPORT
ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ლიეტუვას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3.

ეს ბოლო ოთხ დღეში ამ გუნდების მეორე დაპირისპირება იყო. 27 ოქტომბერს ლიეტუვაში მატჩი 0:0 დასრულდა. ამიტომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს გამარჯვების იმედი ჰქონდა, მაგრამ ლიეტუველებმა დამაჯერებლად მოიგეს.

21-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მცველების შეცდომით ლიეტუველთა თავდამსხმელმა, მონიკა გრიკსაიტემ ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა. საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ტაიმის ბოლო წუთზე ჰქონდა, მაგრამ ხატია ჭყონიას გატანაში ხელი მცველმა შეუშალა და პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს.

მეორე ნახევრის დასწყისში საქართველოს ნაკრებმა კარგი შეტევა განახოციელა. თინათინ ამბალიამ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. სტუმრებმა მატჩის ბოლომდე ორი გოლის გატანა შეძლეს და საბოლოოდ 3:0 მოიგეს.

ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ორი ქულით მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვერას ჩვენი გუნდი თბილისში 1-ელ დეკემბერს ლუქსემბურგის ნაკრებთან გამართავს.


საქართველო – ლიეტუვა 0:3


გოლები: 0:1 მონიკა გრიკსაიტე (21), 0:2 ლუიცია ვაიტუკაიტიტე (59), 0:3 ემილია გირჟუტაიტე (90+3).