ქალებს შორის წლის ჩოგბურთელი გამოვლინდა
ქალებს შორის წლის ჩოგბურთელი გამოვლინდა

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) 2018 წლის სეზონის ლაურეატები გამოავლინა.

საუკეთესო რუმინელი სიმონა ჰალეპი გახდა, რომელმაც 2018 წელს სამი ტურნირი მოიგო, მათ შორის – როლან გაროსი. გარდა ამისა, იმის მიუხედავად, რომ ტრავმის გამო წლის შემაჯამებელ ტურნირს ტოვებს, ჰალეპმა წლის პირველ ნომრად დასრულება გაინაღდა.

საუკეთესო ახალბედად ბელარუსი არინა საბალენკა გამოცხადდა. 20 წლის ჩოგბურთელმა პრემიერის კატეგორიის ტურნირები მოიგო ნიუ ჰევენსა და უჰანში და WTA-ის რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში შევიდა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი პრიზის მფლობელი გახდა ნომინაციაში „წლის დაბრუნება“. გარდა ამისა, WTA-მ ელინა სვიტოლინა დააჯილდოვა კატეგორიაში – Jerry Diamond Aces Award. უკრაინელმა პრიზი მიიღო ქალთა ჩოგბურთის განვითარებისთვის.