ქალებს შორის მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი ოკეანეთში ჩატარდება
ქალებს შორის მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი ოკეანეთში ჩატარდება

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ ქალებს შორის მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მასპინძლები ავსტრალია და ახალი ზელანდია გახდნენ.

ტურნირის ჩატარებაზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ კოლუმბია და იაპონია, მაგრამ აზიურმა ქვეყანამ რამდენიმე დღის წინ გაიტანა თავისი განაცხადი.

2023 წლის ჩემპიონატი პირველი იქნება, რომელშიც 32 გუნდი ითამაშებს. ქალებს შორის ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი 1991 წლიდან ტარდება. 2019 წელს ტურნირს საფრანგეთმა უმასპინძლა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა გაიმარჯვა.