ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ წლის სპორტსმენის ნომინანტები დაასახელა
ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ წლის სპორტსმენის ნომინანტები დაასახელა

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ხუთი ჩოგბურთელისგან შემდგარი სია, რომლებიც წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებენ.

პრესტიჟული პრიზისთვის იბრძოლებენ: ეშლი ბარტი (ავსტრალია), კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი), ნაომი ოსაკა (იაპონია), სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) და ბიანკა ანდრეესკუ (კანადა). ეს ჩოგბურთელები სწორედ ასეთი თანმიმდევრობით არიან განლაგებული WTA-ის რეიტინგის ტოპ-ხუთეულში.

ბარტიმ წელს მოიგო როლან გაროსი, ასევე გაიმარჯვა მაიამიში, ბირმინგემსა და წლის შემაჯამებელ ტურნირზე. პლიშკოვა პირველი იყო ბრისბენში, რომში, ისტბურნსა და ჟენჟოუში. ოსაკამ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, ოსაკა და პეკინი, ჰალეპმა გაიმარჯვა უიმბლდონზე, ხოლო ანდრეესკუმ მოიპოვა ტიტულები ამერიკის ღია პირველობაზე, ინდიან უელსსა და ტორონტოში.

ასევე დასახელდა ნომინანტები საუკეთესო წყვილის კატეგორიაში: ელიზ მერტენსი/არინა საბალენკა, ბარბორა სტრიკოვა/სე შუვეი, კრისტიან მალდენოვიჩი/ტიმეა ბაბოში და შუაი ჟანგი/სამანტა სტოსური.

გამარჯვებულებს 11 დეკემბერს გამოაცხადებენ.