ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) ოფიციალურად დართო ნება მწვრთნელებს – ტრიბუნებიდან უკარნახონ და რჩევები მისცენ ჩოგბურთელებს. ადრე მოთამაშეებს უფლებას აძლევდნენ სეტში ერთხელ მოეთხოვათ მწვრთნელის დახმარება, ხოლო ტრიბუნებიდან წამოძახება ან ყვირილი აკრძალული იყო.
ახალი წესები ძალაში შევა დუბაისა და დებრეცენის ტურნირებზე.
WTA-მ თავისი გადაწვეტილება იმით ახსნა, არსებული აკრძალვა ისედაც ხშირად ირღვეოდა და მისი რეგულირება საკმაოდ რთული იყო.
„გამოსაცდელი ვადის დროს, მწვრთნელებს უფლება ექნებათ ტრიბუნებიდან რჩევა მისცენ მოთამაშეებს. ეს იქნება გამამხნევებელი სიტყვები ან რჩევები, როცა ჩოგბურთელი იქნება კორტის იმ მხარეს, სადაც მისი მწვრთნელები იმყოფებიან”, – განაცხადა WTA-ის წარმომადგენელმა.