„პუსი რაიოტის“ პერფომანსი ფინალში - გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი
„პუსი რაიოტის“ პერფომანსი ფინალში - გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი

საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებების ფინალურ შეხვედრის დროს, “ლუჟნიკის” სტადიონზე პოლიციის ფორმიანი ხალხი შევარდა. თამაში რამდენიმე წუთი შეწყდა და განახლდა მას შემდეგ, რაც დაუპატიჟებელი სტუმრები სტიუარტებმა გაიყვანეს.

ცნობილია, რომ ისინი ცნობილი ფემინისტური ჯგუფის „პუსი რაიოტის“ (Pussy Riot) წევრები იყვნენ. მათ პერფორმანსისთვის რუსი პოეტის, ზუსტად 11 წლის წინ გარდაცვლილი დიმიტრი პრიგოვის დამკვიდრებული ალეგორია გამოიყენეს: მან ზეციური მილიციონერის სახე შექმნა, რომელიც რაციაში ღმერთს ელაპარაკება, ხოლო მიწიერი, რეალური რუსი მილიციონერი საქმეების ფაბრიკაციითაა დაკავებული და ყველას ტკივილს აყენებს.

მოგვიანებით ჯგუფმა თავისი ქმედებები “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე განმარტა.

“მსოფლიო ჩემპიონატმა გაგვახსენა ზეციური პოლიციელის ლამაზი რუსეთის პერსპექტივა, მაგრამ ყოველდღიურად საქმეში ერთვება მიწიერი პოლიციელი, რომელიც თამაშში წესების დაცვის გარეშე ერთვება და სამყაროს ანგრევს.

როდესაც საქმეში მიწიერი პოლიციელი ერთება, ჩვენ ვითხოვთ:

1. ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას.
2. ნუ დასჯით “დალაიქებისთვის”.
3. შეწყდეს მიტინგებზე უკანონო დაპატიმრებები.
4. ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენცია დაუშვან.
5. შეწყდეს სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციები და წინასწარი გამოძიების საკნებში ხალხის უმიზეზიდ დაკავებები.
6. გადავაქციოთ მიწიერი პოლიციელი ზეციურ პოლიციელად” – წერია Pussy Riot-ის განცხადებაში.