„პარი სენ-ჟერმენი“ არცერთ კლუბთან არ აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ფორვარდ კილიან მბაპეს გაყიდვასთან დაკავშირებით, – წერს გამოცემა Mundo Deportivo.
პარიზული კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, გამოეთხოვება ლიონელ მესისა და ნეიმარს, მაგრამ მბაპეს არ გაყიდის. პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი არანაირ თანხად არ შეელევა თავისი გუნდის ლიდერს.
24 წლის ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
გასულ სეზონში მბაპე ახლოს იყო „რეალში“ გადასვლასთან, მაგრამ საბოლოოდ ახალი ხელშეკრულება გააფორმა „პარი სენ-ჟერმენთან“.