პსჟ-ში მესის დებიუტი შედგა - არც ერთი დარტყმა და 95 პროცენტი პასების სიზუსტე 31 წუთში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში შედგა „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ლიონელ მესის დებიუტი. „რეიმსის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში არგენტინელი 66-ე წუთზე შევიდა მოედანზე ნეიმარის ნაცვლად.
მესის შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, მისი 21 გადაცემიდან 20 იყო ზუსტი, არც ერთხელ არ დაურტყამს კარში, ერთხელ ითამაშა წარმატებით ართმევაზე და მასზე სამჯერ დაჯარიმდნენ (მატჩის ყველა ფეხბურთელზე მეტჯერ).
„პარი სენ-ჟერმენმა“ შეხვედრა 2:0 მოიგო. ორივე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა.
ოთხი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია.