„რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სერიოზულად განიხილება „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობის მიერ კრისტოფ გალტიეს სავარაუდო შემცვლელად.
„პარი სენ-ჟერმენმა“ 2023 წელს 17-დან შვიდი მატჩი წააგო და ისევ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას ადრეული სტადიიდან.
პორტუგალიელი ინსაიდერის, პედრო ალმეიდას ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენში“ მომავალი სეზონიდან მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშვნა სურთ და ამას კლუბის ერთ-ერთ მთავარ მიზნად მიიჩნევენ. პსჟ-ს ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს შეუძლია, პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებამდე მიიყვანოს.
ჟოზე მოურინიოს კარიერაში ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა: „პორტუსთან“ ერთად 2003-04 წლების სეზონში და „ინტერთან“ ერთად 2009-10 წლების სეზონში.