საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი „პარი სენ-ჟერმენი“ განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მადრიდის „ატლეტიკოს“ დამრიგებლის, დიეგო სიმეონეს კანდიდატურას.
როგორც „კალჩომერკატოსთვის“ გახდა ცნობილი, პარიზელთა ამჟამინდელი დამრიგებელი თომას ტუხელი ამ სეზონის შემდეგ დატოვებს გუნდს – გერმანელ სპეციალისტს მიუნხენის „ბაიერნში“ ან პრემიერლიგის ერთ-ერთ გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. ასე რომ, სიმეონე ტუხელის შეცვლის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.
ასევე აღნიშნავენ, რომ თავად არგენტინელი მწვრთნელი დიდად არ არის დაინტერსებული „ატლეტიკოს“ დატოვებით.