პსჟ-ს სპორტული დირექტორი - ნეიმარსა და მბაპეს დარჩენას არ შევეხვეწებით
პსჟ-ს სპორტული დირექტორი - ნეიმარსა და მბაპეს დარჩენას არ შევეხვეწებით

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ აზრი გამოთქვა დედაქალაქურ კლუბში კილიან მბაპესა და ნეიმარის მომავალთან დაკავშირებით. ფრანგთან და ბრაზილიელთან კონტრაქტები 2022 წლის 30 ივნისს იწურება.

„იმედი მაქვს, ისინი დარწუნებულნი არიან, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ კარგი ადგილია მაღალი დონისა და ამბიციური ფეხბურთელისთვის. ჩვენ, უბრალოდ, თანხმობა უნდა ვიპოვნოთ მათ სურვილებსა და მოთხოვნებს და ჩვენს მოლოდინსა და ფინანსურ შესაძლებლობებს შორის. ჩვენ არ ვაპირებთ ვეხვეწოთ მათ: „ძალიან გთხოვთ, დარჩით!“ ვისაც ძალიან უნდა დარჩენა, დარჩება. რეგულარული კონტაქტი გვაქვს და კარგი წინათგრძნობა გამაჩნია მათ მომავალთან დაკავშირებით“, – მოჰყავს ლეონარდოს სიტყვები „ფრანს ფუტბოლს“.

ამ სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირებზე 14 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მბაპეს მონაგარი 22 მატჩში 14 გოლი და რვა პასია.