პსჟ-ს პრეზიდენტი - მბაპესთვის ფული მთავარი არ არის, გაცილებით მნიშვნელოვანია სპორტული პროექტი #1TVSPORT
პსჟ-ს პრეზიდენტი - მბაპესთვის ფული მთავარი არ არის, გაცილებით მნიშვნელოვანია სპორტული პროექტი #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხალიფმა კილიან მბაპესთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ კომენტარი გააკეთა:

„მბაპე რჩება, რადგან პარიზი მას სპორტული მიღწევებისთვის საუკეთესო პირობებს უქმნის, რომ გაიმარჯვოს, – ციტირებს პარიზული კლუბის პრეზიდენტის სიტყვებს Le Parisien. – მადლობელი ვარ მბაპეს ოჯახის, რომელსაც ჩვენი პროექტის სწამს.

კილიანისთვის ფული მთავარი არ არის – სპორტული პროექტი ყველაზე მნიშვნელოვანია“, –  აცხედებს ნასერ ალ ხალიფი.

შეგახსენებთ, რომ მბაპემ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააგრძელა. დასრულებულ სეზონში 23 წლის ფორვარდმა 46 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 26 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.