პსჟ-ს ისევ ჩემპიონთა ლიგიდან გაძევებით ემუქრებიან. მიზეზი ნეიმარისა და მბაპეს ტრანსფერებია.
„პარი სენ-ჟერმენს“ სერიოზული სანქციები ელოდება უეფასგან – წერს ორი ავტორიტეტული გაზეთი: ესპანური AS და ფრანგული L’Equipe.
მთავარმა ევროპულმა საფეხბურთო ორგანომ კვლავ მიაპყრო ყურადღება პარიზული კლუბის მოღვაწეობას. ეს Football Leaks-ის ბოლო ანგარიშების გამოქვეყნების შემდეგ მოხდა, რომლებშიც გუნდში ფეხბურთელების ტრანსფერებისას ფინანსური მაქინაციებია გამოაშკარავებული.
ცალკე გამოძიებას უეფა ნეიმარისა და კილიან მბაპეს ტრანსფერებთან დაკავშირებით ჩაატარებს . ეს ფეხბურთელები „ბარსელონადან“ და „მონაკოდან“ 2017 წელს პსჟ-ში გადავიდნენ. თუ დამტკიცდება პარიზელების მხრიდან ფინანსური ფეარ პლეის წესების დარღვევა, ჩემპიონთა ლიგიდან გაძევების ვარიანტიც არ არის გამორიცხული.