„პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ბერნარდო სილვაა.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარიზული კლუბის მენჯერები პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტებთან მოლაპარაკებას უკვე აწარმოებენ.
ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ 28 წლის ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენისთვის“ პრიორიტეტული მოთამაშეა, მაგრამ „ქალაქელები“ ბერნარდო სილვას სანაცვლოს უზარმაზარ თანხას მოითხოვენ.
2022-2023 წლების სეზონში ბერნარდო სილვამ 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.