„დორტმუნდის“ ფორვარდს ერლინგ ჰალანდს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა – ეს არის საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“.
პარიზელები 19 წლის ნორვეგიელში ხედავენ ნეიმარისა და კილიან მბაპეს სავარაუდო შემცვლელს, რომლებმაც, შესაძლოა, კლუბი დატოვონ.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფეხბურთელით აქტიურად არის დაინტერესებული „რეალი”, მაგრამ ისიც დაიწერა, რომ ჰალანდი მადრიდულ კლუბში 2022 წლამდე არ გადავა – ასეთი შეთანხმება აქვთ „დორტმუნდსა“ და ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას.
ჰალანდის კონტრაქტი დორტმუნდელებთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.