პსჟ ქარიმ ბენზემათი დაინტერესდა
პსჟ ქარიმ ბენზემათი დაინტერესდა

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა, – წერს ესპანური პრესა.

გამოცემა „მუნდო დეპორტივოს“ მოსაზრებით, ფრანგული კლუბი მასში ხედავს ედინსონ კავანის შემცვლელს, რომელიც პსჟ-დან ამ სეზონის შემდეგ უნდა წავიდეს.

აღნიშნავენ, რომ ამგვარი ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება, რადგან „რეალის“ მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს ბენზემას იმედი აქვს, მაგრამ, თუ მადრიდული კლუბი მართლაც აპირებს ჰარი კეინის ან რობერტ ლევანდოვსკის შეძენას, მაშინ აუცილებლად დასჭირდება ბენზემას გაყიდვიდან მიღებული ფული.

32 წლის ბენზემამ მიმდინარე სეზონში 32 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.